მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა, უკრაინაში 30 ივნისს ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 1, ხოლო დაიჭრა 8 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ოლეჰ სინიეჰუბოვი, ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.

ცნობილია, რომ დაშავებულთა შორის ერთ-ერთი რვა თვის ბავშვია.

სინიეჰუბოვის თქმით, ხარკოვზე მართვადი საჰაერო ბომბის დარტყმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო არასაცხოვრებელ შენობაში, რის შედეგადაც განადგურდა ფოსტა და შვიდი სატვირთო მანქანა.
“სამწუხაროდ უკვე გვაქვს ინფორმაცია ერთ დაღუპულზე. გრძელდება დაბომბვის ადგილის შემოწმება“, – განაცხადა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა დააზუსტა, რომ მოწინააღმდეგემ ქალაქ ხარკოვს დაუშინა მართვადიო საავიაციო ბომბები, რომლებმაც თითქმის ქალაქის ცენტრამდე მიაღწიეს. დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო არასაცხოვრებელ შენობაში.

წინა დღით რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ ზაპოროჟიის მახლობლად მდებარე ქალაქ ვოლნიანსკზე, სადაც თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი და დაიჭრა ათი.

რუსი სამხედროები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა სახის იარაღის-უპილოტო საფრენი აპარატების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული რაკეტებისა და საავიაციო ბომბების გამოყენებით. მიუხედავად მტკიცებულებებისა და ფაქტებისა, მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ შეტევებს.ხარკოვი რუსეთის ყოველდღიური დაბომბვის ობიექტია.

ქალაქ ვოლნიანსკზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის უფროსი ივან ფედოროვი ავრცელებს.

“ამ დროის მონაცემებით გვაქვს ინფორმაცია 7 დაღუპულის შესახებ. კლინიკაში 20 ადამიანი გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში არის 7 მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვია. რუსეთი კლავს ჩვენს ხალხს და ანადგურებს ჩვენს ქალაქებს. მტერმა უნდა პასუხი აგოს ყველა დანაშაულზე”, – ამბობს ფედოროვი.

მსგავსი პოსტები

Back to top button