რუსებმა საქართველოში დასვენება ვერ მოასწრეს-რუსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე დატოვა
რუსები არ აღიარებენ რუსულ ოკუპაციას და საქართველოს აფხაზეთში შეჭრაში ადანაშაულებენ

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.
აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.
ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“,
„რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა”
“არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი!” – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.
აქციები თბილისსა და ბათუმში საკრუიზო ლაინერ “ასტორია გრანდეს” შემოსვლის გამო ჩაინიშნა. ქვეყანაში გემით 800-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, რომლებიც არ აღიარებენ კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამტკიცებენ, რომ “აფხაზეთი საქართველოსგან გაათავისუფლეს”.
ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამართლებენ და მხარს უჭერენ ქვეყნის ოკუპანიას საქართველოს ხელისუფლება საზღვრებს კიდევ უფრო ფართედ უღებს. 850 რუსი ტურისტით ბორტზე დღეს “ასტორია გრანდე” ბათუმში დაუბრკოლებლად შემოვიდა. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებენ და ღიად თელავენ ფეხქვეშ საქართველოს სუვერენიტეტს, “ქართულმა ოცნებამ” დასვენებისა და გართობის ახალი მიმართულება გაუხსნა და სრული კომფორტი შუქმნა.
ხელისუფლების მოღალატეობრივი პოზიციისა და დუმილის ფონზე საქართველოს ინტერესებს ისევ მხოლოდ ქართველი ხალხი იცავს. ამ წუთებში საქართველოს ზღვისპირა კურორტის პორტში რუსულ საკრუიზო ლაინერს პროტესტის ფონზე აცილებენ.
ის ზღვაში გასვლისთვის ემზადება. დღეიდან, რეგულარული რეისებით, სოჭიდან გამოსული ლუქს კლასის საკრუიზო ლაინერი ბათუმში ასობით რუსს ჩამოიყვანს, რომელთათვისაც საქართველოს კარი ახლა საჰაეროსთან ერთად ზღვიდანაც გაიხსნა.
ჩამოსული ოკუპანტების ნაწილი არ მალავს, რომ ბათუმში მოგზაურობას დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ბევრს საბჭოთა ნოსტალგიაც მოაწვა და საქართველო რუსეთის შემადგენლობაში ისურვა. ტრადიციულად, ჩამოსული რუსები არ აღიარებენ რუსულ ოკუპაციას და მეტიც, საქართველო აფხაზეთში შეჭრაში დღეს ღიად დაადანაშაულეს.