რუსებმა შავ ზღვაში ფრთოსანი რაკეტების რაოდენობა გაზარდეს
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ვადის ამოწურვის წინ ბოლო გემმა უკრაინის პორტი დატოვა

რუსებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა, მათ შორის არის ორი რაკეტების მზიდი, რომლებსაც ერთდროულად 12 „კალიბრის“ გასროლა შეუძლია.
“ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა.
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ვადის ამოწურვის წინ ბოლო გემმა უკრაინის პორტი დატოვა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცლებს.
მედია წერს, რომ გემმა, რომელსაც გაერო-ს შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვით უსაფრთხო ექსპორტის საშუალებას აძლევს, ოდესის პორტი დღეს დილით, ადრე დატოვა.
რუსეთი ჯერ არ დათანხმდა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ელოდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პასუხს შეთანხმების გახანგრძლივების წინადადებაზე.
შეგახსენებთ, უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის არიან. რუსეთი არაერთხელ დაემუქრა გაერო-ს თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გასვლით 2022 წლის ივლისში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.