რუსებმა უკრაინაში უკვე 506 ბავშვი მოკლეს
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

8 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 506 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 130-ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში – 488
ხარკოვის ოლქში – 301
კიევის ოლქში – 129
ჩერნიგოვის ოლქში – 71
ლუგანსკის ოლქში – 67
ნიკოლაევის ოლქში – 97
ხერსონის ოლქში – 1284
ზაპოროჟიეს ოლქში – 99
დნეპროპეტროვსკის ოლქი – 97
ლუგანსკის ოლქში – 67.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 8 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 580 სამხედრო, 21 ჯავშანტექნიკა და 21 ტანკი.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 282 280
ტანკი – 4 821
ჯავშანტექნიკა – 9 123
საარტილერიო სისტემა – 6 705
სარაკეტო სისტემა – 808
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 542
თვითმფრინავები – 316
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5 190
საკრუიზო რაკეტები – 1 530
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 9 111
გემი/ნავი/კატარღა – 20
წყალქვეშა ნავი – 1
სპეციალური აღჭურვილობა – 959.