რუსეთი არ ომობს რუსეთი უკრაინაში აწარმოებს სპეცოპერაციას

რუსეთი უკრაინაში აწარმოებს სპეცოპერაციას და არა ომს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
პესკოვმა უკრაინაში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებების ნაკლებობა ასე ახსნა:
“თქვენ იკითხავთ, რატომ მოქმედებენ რუსები ასე ნელა? იმიტომ, რომ რუსები ომს არ აწარმოებენ. ომის წარმოება სულ სხვა საქმეა. ეს ინფრასტრუქტურის სრული განადგურებაა, ეს ქალაქების სრული განადგურებაა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ინფრასტრუქტურა და შევინარჩუნოთ ადამიანების სიცოცხლე,”-აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, რუსული და დასავლური იარაღის შედარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ დასავლეთს გააჩნია, როგორც ცუდი, ასევე ძლიერი და მაღალტექნოლოგიური საბრძოლო იარაღი, ამიტომ რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ამ ყველაფერს ზედმიწევნით სწავლობს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მიზნები, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაისახა, “ნაწილობრივ მიღწეულია”. ტელეკომპანია ATV-სთან ინტერვიუს დრო პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ “დონბასის მაცხოვრებლების დასაცავად” ყველა ამოცანა გადაწყვეტილი არაა.
ამასთან, რუსული და დასავლური იარაღის შედარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ დასავლეთს გააჩნია როგორც ცუდი, ასევე ძლიერი და მაღალტექნოლოგიური საბრძოლო იარაღი, ამიტომ რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ამ ყველაფერს ზედმიწევნით სწავლობს.