მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი არმიაში “ფართომასშტაბიან ცვლილებებს” აანონსებს

2023 წლიდან 2026 წლამდე რუსულ არმიას ფართომასშტაბიანი ცვლილებები, კერძოდ, პერსონალის რაოდენობის ზრდა, ელოდება, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პუტინმა შეიარაღებული ძალების რაოდენობის მილიონნახევრამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა მილიონნახევარ სამხედრო მოსამსახურემდე. გარანტირებულია სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა. მხოლოდ შეიარაღებული ძალების ძირითადი სტრუქტურული კომპონენტების გაძლიერებით“, – ნათქვამია თავდაცვის მინისტრს შოიგუს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა თავის მოადგილეებთან, სარდლებთან და მეთაურებთან გამართულ თათბირზე, რომელიც არმიის რეფორმირებას ეძღვნებოდა.

უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთის ჯარში მილიონამდე სამხედროა. კიდევ დაახლოებით ორი მილიონი რეზერვშია. რეფორმების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო გეგმავს საარმიო კორპუსის შექმნას კარელიაში, ასევე ორი სტრატეგიული ტერიტორიული სამხედრო გაერთიანებისა – მოსკოვის ოლქსა და ლენინგრადის ოლქში.

გარდა ამისა, შეიქმნება სამი მოტომსროლელი დივიზია სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში და ორი სადესანტო-საიერიშო დივიზია საჰაერო-სადესანტო ჯარებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯარების დაკომპლექტებას კონტრაქტორი სამხედროებით.

არმიის რეფორმირებისა და მილიონ-ნახევარ სამხედრომდე მისი გაზრდის აუცილებლობაზე შოიგუმ გასული წლის დეკემბრის ბოლოს განაცხადა რუსეთის პრეზიდენტთან გაფართოებულ კოლეგიაზე. მაშინ თავდაცვის მინისტრმა დააზუსტა, რომ დაახლოებით 700 ათასი სამხედრო შეადგენს კონტრაქტორებს.

არმიის რეფორმირების შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება გაისმის უკრაინაში გაჭიანურებული ომის, უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრიერიშისა და შარშან შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე. ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს რუსეთის 300 ათასზე მეტი თადარიგში მყოფი მოქალაქე.

ოქტომბრის ბოლოს შოიგუმ განაცხადა, რომ მობილიზაცია დასრულებულია. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა გაწვევის დასრულებაზე, მაგრამ შესაბამისი ბრძანებულებისთვის არ მოუწერია ხელი. ჟურნალისტების დაანგარიშებით, უკრაინაში საომრად შესაძლოა გამოცხადებულ 300 ათასზე მეტი რეზერვისტი გაეწვიათ.

შოიგუმ ასევე ხაზი გაუსვა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით ჯარის დაკომპლექტების, საწვრთნელი პოლიგონების რაოდენობის გაზრდის, მათ შორის “რუსეთის ახალ ტერიტორიებზე”, ასევე, ჯარის საჭიროებების შესაბამისად სასწავლო პროგრამების გადახედვის მნიშვნელობას

უწყების ცნობით, ადმინისტრაციული რეფორმების გატარების გარდა, გააძლიერებს საზღვაო, საჰაერო კოსმოსური და სტრატეგიული სარაკეტო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს.

სერგეი შოიგუმ ასევე ისაუბრა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით ჯარების დაკომპლექტების, ასევე საწვრთნელი პოლიგონების რაოდენობის გაზრდის, მათ შორის რუსეთის ე.წ. „ახალ ტერიტორიებზე“, მნიშვნელობაზე და ჯარის საჭიროებების შესაბამისად სასწავლო პროგრამების გადახედვის აუცილებლობაზე.

ცნობისთვის რუსეთში განაგრძობს მოქმედებას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება უკრაინაში ომისთვის მობილიზაციის შესახებ. ეს ჩანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხიდან ფსკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატ არტურ გაიდუკის მიმართვაზე.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ოქტომბრის ბოლოს დასრულდა „თადარიგში მყოფი მოქალაქეებისთვის შეტყობინება და გაწვევა“. სამხედრო კომისარიატები კვლავაც აგრძელებენ არმიაში კონტრაქტორებისა და მოხალისეების შეგროვებას.

ნოემბერში გაიდუკმა პუტინს მიმართა წინადადებით, გამოეცა ბრძანებულება მობილიზაციის დასრულების შესახებ. ანალოგიური მიმართვა გაუგზავნეს პუტინს „იაბლოკოს“ დეპუტატებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან. პასუხი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მიიღო. კარელიის საკანონმდებლო სათათბიროს დეპუტატ ემილია სლაბუნოვას უპასუხეს, რომ პუტინი ხელს არ მოაწერს მობილიზაციის დასრულების შესახებ ბრძანებულებას, ვინაიდან ამისთვის არ არსებობს „იურიდიული საფუძველი“. დეპუტატ ვიქტორ ვორობიოვს კომის მხარიდან უთხრეს, რომ „სამობილიზაციო ღონისძიებები“ დასრულებულია, სამხედრო კომისარიატები კი მხოლოდ მოხალისეებს აგროვებენ.

რუსეთში მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. 28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ მობილიზაცია დასრულებულია, ვინაიდან დასახული ამოცანა შესრულდა და 300 ათასი ადამიანი მობილიზებულია. ამასთან, პუტინს ხელი არ მოუწერია მობილიზაციის დასრულების შესახებ ბრძანებულებისთვის, ვინაიდან „ის იურისტებს ეთათბირა“ და „ასეთი დოკუმენტი საჭირო არ არის“. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მობილიზაციის დასრულების შესახებ გამოქვეყნებული ბრძანებულების არარსებობა თავდაცვის სამინისტროს უფლებას აძლევს, კვლავ დაიწყოს გაწვევა.

იანვარში ბრიტანული გაზეთი The Times-ი დასავლეთის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა შესაძლოა დაიწყოს მობილიზაციის მეორე ტალღა, რომლის ფარგლებშიც ნახევარ მილიონ ადამიანამდე შეიძლება გაიწვიონ. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვამაც განაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button