მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავში Holiday Inn კოვიდ სასტუმროდ გადაკეთდა

თელავის ცენტრალური სავადმყოფოს გარდა, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, თელავში სასტუმროებშიც უმკურნალებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი ავრცელებს.

“თელავის რაიონული საავადმყოფო ფუნქციონირებს, როგორც კოვიდ კლინიკა. ასევე დღეიდან დაემატა ერთი კოვიდ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ი 100 ადგილით, სადაც ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებენ”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ამ დროისთვის კახეთში უკვე სამი კოვიდ კლინიკა თელავში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში ფუნქციონირებს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კახეთში, კიდევ ორი კოვიდ სასტუმრო ამუშავდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button