მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას აჩერებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს.

ამასთან, რუსეთი წყვეტს ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გადახდას.

რუსეთის პარლამენტის ორივე პალატა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ადანაშაულებს „მიკერძოებულ დისკრიმინაციულ მიდგომებში, ორმაგ სტრანდარტებში, ტოტალურ რუსოფობიაში. Ეს ორგანიზაცია სანგნობრივი დისკუსიისთვის არ არის მზად, მათ შორის, თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებზე“.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენტკომ საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტს დაავალა, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას დაუყოვნებლივ აცნობოს.

შექმნილ სიტუაციაში უკიდურეს წერტილად რუსი კანონმდებლები რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზების გაცემაზე რუმინეთის უარს ასახელებენ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას ბუქარესტი მასპინძლობდა.

გასულ თვეში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუმინეთის საგარეო უწყებამ რუსეთის დელეგაციის წევრებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

რუმინეთში რუსეთის ელჩმა, ვლადიმირ ლიპაევმა ბუქარესტში ჩატარებულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე სესიას „ხმაურიანი ანტირუსული შოუ“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, სულ მცირე, ორ სესიაში მონაწილეობაზე უარი თქვა – ერევანში 2023 წლის შემოდგომის სესიაში და ვენაში 2024 წლის ზამთრის სესიაში. ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთის ფელეგაცია არ იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2022 და 2023 წლებში ჩატარებულ სხდომებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button