გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ, გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა.
როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში განაცხადეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი მამალაძის საკითხი წმინდა სინოდს გადეცემა. ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ მათ იმედი აქვთ ბრალდებული მის უდანაშაულობას დაადასტურებს.
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება ანგარების მიზნით განზრახ მკვლელობის მომზადებას, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.