რუსეთი კომერციულ თანამგზავრებს თუ დაარტყამს, აშშ მოსკოვს პასუხს გასცემს
უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე, კრემლი იღებს ზომებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ცენტრალური ხელმძღვანელობისდან მოსახლეობის კრიტიკის გადასატანად

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთი კომერციულ თანამგზავრებს თუ დაარტყამს, აშშ მოსკოვს პასუხს გასცემს.
ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას პასუხი მოჰყვება. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი მონაცემები, რომ რუსეთი ისწრაფვის თანამგზავრების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების დაუფლებისკენ.
შეგახსენებთ, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ ვორონცოვმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები შეიარაღებულ კონფლიქტებში იყენებენ კოსმოსში არსებულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის კომერციულ თანამგზავრებს და შესაძლოა, ეს თანამგზავრები რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცეს.
ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი წერს, რომ უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე, კრემლი იღებს ზომებს, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ცენტრალური ხელმძღვანელობისდან მოსახლეობის კრიტიკის გადასატანად.
2022 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი რუსეთის რეგიონებში “უსაფრთხოების ზომების შემუშავებას” გაუწევს კოორდინაციას.
“ეს ნაბიჯი სავარაუდოდ დააახლოებს გუბერნატორებს რუსეთის ცენტრალურ ეროვნულ უსაფრთხოების სისტემასთან. ეს არის კიდევ ერთი ორგანიზაციული ღონისძიება იმ სირთულეების ფონზე, რომელსაც რუსეთი განიცდის უკრაინის წინააღმდეგ ომში.”- წერს დაზვერვა.
დაზვერვა ამბობს, რომ რეგიონული ოფიციალური პირების უფრო აქტიური ჩართულობა მიზნად ისახავს საზოგადოების კრიტიკის გადატანას ქვეყნის ცენტრალური ხელმძღვანელობის ქმედებებიდან.
“კრემლს მსგავსი მიდგომა Covid-19 პანდემიის დროსაც ჰქონდა. მაგრამ ამ მიდგომით მისთვის უფრო რთული იქნება რუსული საზოგადოების დაცვა უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შედეგებისგან.”- აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.