მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის შემთხვევების განაწილება კახეთში

27 ოქტომბერს, კახეთში, კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანად, რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა, თელავში ფიქსირდება და 98-ს შეადგენს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, შემთხვევათა ასეთი სიმრავლე, თელავში, შემოსავლების სამსახურის თელავის სერვის-ცენტრის კლასტერს უკავშირდება.

მუნიციპალიტეტების მიხედვით, კოვიდ19-ის შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება: თელავი – 98, დედოფლისწყარო -15, გურჯაანი – 73, სიღნაღი -37, ყვარელი -60, ლაგოდეხი – 36, ახმეტა -29, ხოლო საგარეჯო – 9.

ამჟამად, მკურნალობას 223 ინფიცირებული გადის, მათ შორის 197 ბინაზე მკურნალობს, საკარანტინო სივრცეში – 1, კოვიდ კლინიკაში – 25.

კორონავირუსი კახეთში უკვე 113-მა მოქალაქემ დაამარცხა.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში რჩება 1022 მოქალაქე, კარანტინში კი, 83 პირია მოთავსებული.

ინფიცირებული პაციენტებიდან მხოლოდ 1 იმყოფება სტაციონარში, 20 ბინაზე განაგრძობს მკურნალობის კურსს

28 ოქტომბერს, კახეთში, 558 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხს ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button