მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი მხოლოდ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დასრულებას განიხილავს-კრემლი ომის გაყინვას არ აპირებს

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი იზიარებს დასავლეთის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, უკრაინაში ომის გაყინვას არ ეთანხმება.
მოსკოვი გამოდის უკრაინასთან ომის “გაყინვის” პერსპექტივის წინააღმდეგ, ამ საკითხში ის დასავლეთის ქვეყნების “სოლიდარულია”, ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მანამდე ჟურნალი Politico იუწყებოდა, რომ ომის “გაყინულ” ფაზაში გადატანას აშშ-ში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, მოვლენების განვითარების ერთ-ერთ შესაძლო სცენარად განიხილავენ.

პესკოვის თქმით, მოსკოვი გააგრძელებს უკრაინაში დასახული მიზნებისთვის ბრძოლას “ან საგანგებო საომარი ოპერაციით, ან სხვა არსებული საშუალებებით”. პესკოვის თქმით, რუსეთი მხოლოდ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დასრულებას განიხილავს.
მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო “ტასი”. უცნობია, რა შეიძლება იგულისხმებოდეს “სხვა საშუალებებს” შორის. მანამდე კრემლი მოლაპარაკებებისთვის პოტენციურ მზაობაზე აცხადებდა, თუმცა მოთხოვნებს, რომლებსაც აყენებდა, კიევი და დასავლეთის ქვეყნები მიუღებლად მიიჩნევენ.
დასავლეთში არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგნი არიან. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ამბობს, რომ რუსეთთან ომი არ უნდა გაიყინოს. პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით კი, კონფლიქტის გაყინვით უკრაინა ახალ ჩრდილოეთ კორეად იქცევა, რომელსაც მილიონობით ტყვე ჰყავს

მსგავსი პოსტები

Back to top button