რეგიონისიახლეები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანას კრძალავს

ღამდენიმე დღეში, 2 აპრილიდან, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი “კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამო” მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანას კრძალავს. ამის შესახებ რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური იუწყება.

შეზღუდვები აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას გავრცელებით არის გამოწვეული. აზიური ფაროსანას არსებობა 24-25 მარტს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა თხილის მოსავლის 70% და მანდარინის მოსავლის ნახევარზე მეტი, რის გამოც რუსეთში ექსპორტი ორჯერ შემცირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button