რუსეთი პარტნიორებთან ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს
რუსეთი პარტნიორებთან ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს და გააფართოებს ურთიერთობას ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, სურს 2023 წლის ძირითადი ამოცანების განსაზღვრა, მათი გადაწყვეტა შესაძლებელს გახდის 2030 წლამდე დასახული ეროვნული მიზნების მიღწევისკენ წარმატებით სვლას.
„პირველი ამოცანა ეხება ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ დონეზე გადაყვანას. ამისათვის ჩვენ მოვხსნით შეზღუდვებს ლოგისტიკასა და ფინანსებში“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთი გააგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული.
„ჩვენ ვაფართოებთ და გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაფართოებას ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული, ვისაც ნათლად ესმის, სად არის სხვების ინტერესები და სად არის მათი ეროვნული ინტერესები და რუსეთი ამყარებს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს ასეთ ქვეყნებთან”, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სავარაუდო გადაწყვეტილება, გადადოს მისი ყოველწლიური მიმართვა „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“ მიუთითებს იმაზე, რომ ის ახლა არ არის დარწმუნებული, რომ შეუძლია შექმნას რუსული საინფორმაციო სივრცე უკრაინაში შეჭრის შემდეგ მის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე – წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW).
გამოსვლის გადადების მიზეზად ISW განიხილავს ომში წარუმატებლობას, ჩრდილოეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გასვლას, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის წარუმატებლობას, რომლებსაც რუსული ჯარები ვერ აკონტროლებენ და საზოგადოების უკმაყოფილება მობილიზაციის გამო.
ექსპერტების აზრით, პუტინს შესაძლოა ჯერ კიდევ აქვს გრანდიოზულ გამარჯვებაზე სიტყვით გამოსვლის იმედი 2023 წელს, ან შესაძლოა აჭიანურებს მომენტს, როცა უნდა აღიაროს, რომ რუსეთი ვერ მიაღწევს თავის დეკლარირებულ მიზნებს უკრაინაში.
რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ, არ არის დარწმუნებული, რომ მას შეუძლია გაამართლოს ამ ომის ფასი რუსეთის საზოგადოებასა და ელიტებს შორის ამ მომენტში.
ISW წერს, რომ პუტინმა უკვე გააუქმა თავისი ყოველწლიური პირდაპირი პრესკონფერენცია რუსეთის საზოგადოების წევრებთან, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ აეცილებინა პასუხი რუსეთის სამხედრო წარუმატებლობის შესახებ კითხვებზე.
რუსეთში, ნოვოსიბირსკის მახლობლად, ტოლმაჩევოს აეროპორტში ხანძარი იყო – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცეცხლი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს, Ан-12-ს გაუჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი “Aero-City” იტყობინება. გამოცემის ცნობით, მსხვერპლი არ ყოფილა.გამოცემის ცნობით, რეგიონში Ан-12-ის მართვის ტრენინგები და სწავლება მიმდინარეობს.
სტატიის მიხედვით, ხანძარი ადგილზე ძრავების ჩართვის შემდეგ გაჩნდა. კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი თვითმფრინავის მარჯვენა ფრთაზე გავრცლდა.
ხანძრის ჩასაქრობად, თვითმფრინავთან რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.