მსოფლიო
რუსეთი რუმინელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს

8 სექტემბერს რუსეთმა განაცხადა, რომ რუმინელ დიპლომატებს ქვეყანას ატოვებინებს ბუქარესტის მიერ რუსი დიპლომატების ბოლოდროინდელი გაძევების საპასუხოდ.
გასულ თვეში რუმინეთის ხელისუფლებამ რუსი დიპლომატი გააძევა საერთაშორისო ნორმების დარღვევის მოტივით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა დიპლომატების რუმინეთიდან წასვლა.
მოსკოვს რუმინეთი, ევროპის კავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, “არამეგობრულ” ქვეყანად ჰყავს მიჩნეული. ეს სტატუსი შემოღებული იქნა თებერვლის თვეში უკრაინაში მისი შეჭრის გამო რუსეთის დასასჯელად უპროცედენტოდ მკაცრი სანქციების დაწესების ფონზე.
მას შემდეგ ასობით დიპლომატი იქნა გაძევებული ორივე მხრიდან.
აპრილში, რუმინეთმა რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელი ერთბაშად გააძევა, რასაც მოჰყვა მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი.