მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა.

საელჩოში გამართულ ბრიფინგზე ანდრეი კასანოვმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გარდა ამისა მისივე ინფორმაციით რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის.

როგორც მან უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსულ ჯარს აქვს პრობლემები შევსებასთან დაკავშირებით.

საჭიროა აგრესორის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას – აუცილებელია უფრო ძლიერი მოწოდებები და მოქმედებები,

როგორც კასიანოვმა აღნიშნა, უკრაინაში გართულებულია საკვებით, მედიკამენტებით და საჭირო ნივთებით მოსახლეობის მომარაგება. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ ნაწილობრივ ხერხდება მარიუპოლიდან და ხარკოვიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელის ანდრეი კასანოვის  ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button