მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს დაიცავს

ვლადიმერ პუტინმა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა, რომელშიც ერთი პუნქტი საქართველოს ეხება.- ინფორმაციას გამოცემა „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.

კონცეფციის თანახმად, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარებისას გათვალისწინებული იქნება რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხები.
“რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების განხორციელებაში, მათი ინტერესების დაცვისა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში”, – ნათქვამია კონცეფციის ტექსტში.

დოკუმენტის მიხედვით, პრიორიტეტულ დავალებად რჩება კულტურის, მეცნიერების, განათლების, ახალგაზრდობის პოლიტიკის, სპორტის, ტურიზმის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება პოსტსაბჭოთა სივრცეში: დსთ-ს წევრებთან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომლებიც კონცეფციაში რესპუბლიკებად არის მოხსენიებული, ასევე დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button