მნიშვნელოვანისაქართველო

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი გაეცა, საკუთარ თავზე აიღო.

“მინდა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მისი წუხილი. ეს ჩემი წუხილიცაა, როცა შფოთავენ რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე. ამიტომაც გამოვედი აქ. შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია – ვინმეს გამართლება. არც რევიზიაა რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემოებების, მოცემულობების შეფასება. ამიტომაც წინათაც ვტქვი, რომ ინიციატივა მაქვს – წესები, რაც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ტავმჯდომარესთან კონსულტაცია იყო. ჩემი ვერსიაც გადაეცემა თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან სამუსაო ჯგუფი შედგება, რომლებიც ჩამოაყლიბებენ იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს. ასევე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით მწვავედ აკრიტიკებენ, მათ შორის საპარამენტო უმრავლეოსბის ლიდერები.

საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ საკითხის ირგვლივ დამატებით განმარტებებს მოითხოვდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button