მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ცდილობს გამოიწვიოს საზოგადოებრივი უკმაყოფილება დედაქალაქში

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „ომის შესწავლის ინსტიტუტის“(ISW) ყოველდღიური ანგარიში, უკრაინაში ომის 297-ე დღეს, ეთმობა რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმებს უკრაინაში მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

16 დეკემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგო-ინფრასტრუქტურაზე მეცხრე სარაკეტო იერიში და კიევზე, ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

ISW წერს, რომ რუსეთი კიევს, სავარაუდოდ, იმ მიზნით აყენებს უფრო და უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშებს, რომ ამით გამოიწვიოს საზოგადოებრივი უკმაყოფილება დედაქალაქში. თუმცა, მათი აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ მსგავსმა დარტყმებმა ადგილობრივი მცხოვრებლები გატეხოს.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე, შეეცდება მიაღწიოს რუსეთ-ბელარუსის ინტეგრაციაზე შეთანხმებას. 2019 წლიდან მოყოლებული, ეს იქნება პუტინისა და ლუკაშენკას პირველი შეხვედრა. კრემლი ცდილობს გამოიყენოს მოკავშირე სახელმწიფოს ფორმატი, რომელიც ფორმალურად 1990 წლიდან არსებობს ბელარუსზე კონტროლის დასამყარებლად. თუმცა, ლუკაშენკამ უკვე მიანიშნა, რომ ის არ მიიღებს რუსეთის მოთხოვნას ინტეგრაციის შესახებ.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთი ბელარუსში მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნას და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებზე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად. დეკემბრის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ლუკაშენკას შეხვდა – სავარაუდოდ, თავდაცვის სფეროში არა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობების გასამყარებლად, არამედ ასევე ბელარუსზე ზეწოლის გასაძლიერებლად და როგორც ISW-ს ექსპერტები მიიჩნევენ, ამის მიზანი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომი მხარდაჭერის მოპოვებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button