მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ვერ იქნება კონსტრუქციული პარტნიორი დიდ ოცეულში (G20)-ტრუდო

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ რუსეთი ვერ იქნება კონსტრუქციული პარტნიორი დიდ ოცეულში (G20).

“საქმე ისაა, რომ ეს ვერ იქნება ჩვეულებრივი საქმე, როცა ვლადიმირ პუტინი უბრალოდ ზის მაგიდასთან და თავს აჩვენებდეს, თითქოს არაფერი ხდება”, – თქვა ტრუდომ.

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნოემბერში დაგეგმილ G20 სამიტში რუსეთის მონაწილეობის გამო, რამდენიმე ქვეყანა ინდონეზიაში ჩასვლაზე უარს იტყვის. აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი G20-დან უნდა გაირიცხოს.

გაცნობებთ რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისია უკრაინაში მუშაობას აჩერებს. ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პოზიციის გამო, სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლეს.

“მძიმედ ვწუხვართ, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამო, ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას უკრაინაში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მანდატის გასახანგრძლივებლად.

ბოლო 8 წლის განმავლობაში მისია კრიტიკულ როლს თამაშობდა ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოწოდების კუთხით და დაუღალავად მუშაობდა მშვიდობიან მოსახლეობაზე კონფლიქტის ეფექტის შესამსუბუქებლად”, – აცხადებს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ზბიგნევ რაუ.

მისივე განცხადებით, მისიის შექმნის შემდეგ ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ის “ხელს უწყობდა ცეცხლის შეწყვეტას ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენისთვის”.

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეუთო გააგრძელებს საერთაშორისო და ეროვნულ მისიებში ჩართული მონაწილეების მხარდაჭერას, როგორც უკრაინიდან ევაკუირებულების, ასევე ქვეყანაში დარჩენილების.

ეუთოს სადამკვირვებლო მისია უკრაინაში 2014 წელს შეიქმნა. ის ყველაზე დიდი მისიად ითვლებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button