მსოფლიო

რუსეთის 1 200-ზე მეტ მოქალაქეს ევროკავშირმა ინდივიდუალური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა.

“დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაში ან მუქარაში დამნაშავე პირების მიმართ შემაკავებელი ზომების ვადის გაგრძელება კიდევ ექვსი თვით, 2023 წლის 15 მარტამდე“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. 

არსებული შეზღუდვები ითვალისწინებს მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვასა და განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას.

გარდა ამისა, სანქციები ისევ დაწესდება რუსეთის ფედერაციის 1206 ფიზიკურ და 108 იურიდიულ პირზე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა მკვეთრად გააფართოვა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მაღალი რანგის პოლიტიკოსების, ოლიგარქების, სამხედროების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციების გარდა, ევროკავშირმა მიიღო უპრეცედენტო ზომები რუსეთის ეკონომიკის შესუსტების მიზნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button