რუსეთის ახალი ავიაიერიში სირიაზე – ახალი ვიდეო
1 ოქტომბერს, ღამე, რუსეთის ავიაციამ, სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ 4 ობიექზე ავიაიერიში მიიტანა, – იუწყება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.
უწყებაში განაცხადეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, იდლიბის რაიონში განადგურებულია ტერორისტული ფორმირების შტაბი, საბრძოლო მასალების საწყობი, ჰამას დასახლებულ პუნქტში კი ტერორისტული დაჯგუფების სამდონიანი სამეთაურო პუნქტი. აგრეთვე, ქალაქ ჰომის ჩრდილოეთით განლაგებული ავტოქარხანა ზუსტი ტყორცნითაა ლიკვიდირებული.
შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, ტერორიზმის წინააღმდეგ მოკლევადიანი ტაქტიკური ოპერაციების ფარგლებში, რუსეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიშების მიტანა დაიწყო. ადრე, სირიის ლიდერმა – ბაშარ ასადმა რუსეთს სამხედრო დახმარებისთვის მიმართა.