რუსეთის ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტები უახლოეს პერიოდში განლაგდება საბრძოლო მოქმედებებისთვის

უახლოეს მომავალში რუსეთი საბრძოლო მორიგეობაზე ბირთვულ რაკეტა „სარმატს“ დააყენებს. განცხადება ამის შესახებ სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსული არმიის დახვეწა იმ „ახალი გამოწვევების გათვალისწინებითა“ და „ფასდაუდებელი გამოცდილებით“, რომელიც რუსულმა არმიამ უკრაინაში მიიღო, მიმდინარეობს.
ამ კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტის აზრით, არის ბირთვული ტრიადის განვითარება, რაც მისი სიტყვებით, არა მარტო რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების, არამედ „გლობალური სტაბილურობის“ გარანტიას იძლევა.
“სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ნაწილებისა და შენაერთების ნახევრამდე აღჭურვილია „იარს“-ის უახლოესი კომპლექსებით, ტარდება ჯარების გადაიარაღება „ავანგარდით“ (ჰიპერხმოვანი საბრძოლო ნაწილით). უახლოეს მომავალში საბრძოლო მორიგეობაზე ჩადგება კომპლექსი „სარმატი“ ახალი მძიმე რაკეტით”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის ახალი თაობის „სარმატის ბალისტიკური რაკეტები“, რომლებსაც შეუძლიათ, ატარონ ათი ან მეტი ბირთვული ქობინი, უახლოეს პერიოდში განლაგდება საბრძოლო მოქმედებებისთვის
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ბირთვული ძალების „ტრიადის“ მნიშვნელობა, რომლის გაშვებაც შესაძლებელია როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან და ჰაერიდან.
„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ბირთვული ტრიადის შემუშავება, რომელიც რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარების ნახევარი უკვე აღჭურვილია უახლესი იარაღის სისტემებითა და თანამედროვე სარაკეტო სისტემებით, პირველი „სარმატის ბალისტიკური რაკეტები“ კი უახლოეს მომავალში განლაგდება.
ასევე, რუსეთის ლიდერის თქმით, „გეგმასთან მკაცრ შესაბამისობაში“ მიმდინარეობს სტრატეგიული ავიაციასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბირთვული არსენალების შევსება. კერძოდ, საბრძოლო მორიგეობაზე გამოსულია ფრეგატი „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი“, რომელიც „ცირკონის“ ჰიპერხმოვანი რაკეტებით არის შეიარაღებული
როგორც მედია წერს, პუტინმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გამოიყენოს ყველა საშუალება, მათ შორის ბირთვული იარაღი, რათა დაიცვას თავისი „ტერიტორიული მთლიანობა“. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინულ ძალებს „არავითარი შანსი“ არ აქვთ ამჟამინდელ კონტრშეტევაში და რუსეთს არ აქვს ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება.