90 წლის ამერიკელი ქალის სტრიპტიზმა სოციალური ქსელები “ააფეთქა” [Photo/video]

90 წლის ამერიკელმა, დოროთი უილიამსმა პოპუალურ შოუ America’s Got Talent-ის ჟიურისა და და ინტერნეტ-მომხმარებლების გულები დაიპყრო, როცა სტრიპტიზის სტილში უჩვეულო ცეკვა შეასრულა. ვიდეომ, რომელზეც უილიამსის გამოსვლაა გადაღებული, 2 დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, – იუწყება The Huffington Post.

ავტორმა ვიდეორგოლის აღწერაში აღნიშნა, რომ დოროთის ცეკვა ერთადერთი ფაქტის დამადასტურებელია – სასურველი ოცნების ასრულება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულმა ქვრივმა თავისი “ცეცხლოვანი” ნომრით ჟიურის წევრები შოკში ჩააგდო. უილიამსმა საკუთარი ეპატაჟურობისა და არაჩვეულებრივი შთაგონების წყალობით შოუს შემდეგ ეტაპზე გადასვლა შეძლო.

შოუს ერთ-ერთმა წამყვანმა, ნიკ ქენონმა გულაჩუყებულმა აღნიშნა, რომ “ამ საღამოს ჭეშმარიტი ვარსკვლავი დაიბადა”.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37979″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button