მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის არმიამ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა ზემძლავრი ბომბით დაბომბა

„ასოშიეთედ პრესის“ გამოძიების მიხედვით, ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრზე რუსეთის არმიის 16 მარტის იერიშს 600 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტებმა თეატრის შენობის სამგანზომილებიანი მოდელი შექმნეს. ამისთვის გამოყენებული იყო მოწმეთა ჩვენებები, ასევე შენობის გეგმა, ფოტოები და ვიდეოები.

მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ რუსეთის არმიის თავდასხმის დროს სულ მცირე 100 ადამიანი იმყოფებოდა საველე სამზარეულოში, რომელთაგან ვერც ერთი ვერ გადარჩა. მათივე თქმით, უშუალოდ თეატრში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა და დერეფნები სავსე იყო.

გადარჩენილთა შეფასებით, აფეთქების დროს შენობაში 1000 ადამიანი იყო. გამოძიების ფარგლებში ასევე არ დადასტურდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ თეატრის შენობას ლეგიონი „აზოვი“ იყენებდა სამხედრო ბაზად.

გადარჩენილი მოწმეებიდან ვერავინ დაადასტურა, რომ თეატრში სამხედროები ნახა.

რუსეთის არმიამ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა ზემძლავრი ბომბით 16 მარტს დაბომბა.
ამასთან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

სანქციების პაკეტი მოიცავს რუსეთში ბრიტანული ბიზნეს სერვისების ექსპორტის აკრძალვას. ამასთან, რუსეთს აეკრძალება გამოიყენოს ბრიტანული მენეჯმენტის საკონსულტაციო, საბუღალტრო და პიარ სერვისები, რაც ამ სექტორებში რუსეთის იმპორტის 10%-ს ქმნის.

“პუტინის რეჟიმთან ბიზნესის კეთება მორალურად გაუმართლებელია და ეხმარება ომის მანქანის დაფინანსებას, რომელსაც უკრაინისთვის ტანჯვა მოაქვს. ბრიტანულ სერვისებზე რუსეთის წვდომის შეწყვეტა უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს კრემლზე და საბოლოოდ დაეხმარება უკრაინაში პუტინის წარუმატებლობას”,-თქვა თრასმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სანქციები დაუწესდებათ 63 რუს მოქალაქეს და სუბიექტს, მათ შორის მედიაორგანიზაციებს, რომლებიც “პუტინის დეზინფორმაციის კამპანიის უკან დგანან”.

​აქტივების გაყინვისა და მოგზაურობის აკრძალვის გარდა, ახალი კანონმდებლობით, სოციალურ ქსელებს, ინტერნეტ სერვისებსა და აპლიკაციებს 2 რუსული სახელისუფლებო და პროპაგანდისტული მედიის RT-ისა და Sputnik-ის მასალების დაბლოკვა ევალებათ.
გაცნობებთ რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე, აშშ-ში გერმანიის ყოფილი ელჩი ვოლფგანგ იშინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის ელჩ ანდრეი მელნიკს მიმართავს, ნუ ცდილობს, მიუთითოს მასპინძელ ქვეყანას, რა გააკეთოს.

„პატივცემულო ანდრეი მელნიკ, ჯობს, შეჩერდით წამით. თქვენ აქ ხართ აკრედიტებული ელჩი და საკუთარი ძლიერი გამონათქვამებით ქმნით რისკს, დააზარალოთ უკრაინის საქმე. ბევრი წლის წინ მე ვურჩიე რიჩარდ გრენელს (გერმანიაში აშშ-ის ყოფილ ელჩს): „განმარტეთ თქვენი ქვეყნის პოლიტიკა, თუმცა ნუ ცდილობთ, მიუთითოთ მასპინძელ ქვეყანას, რა გააკეთოს“, – წერს ვოლფგანგ იშინგერი.

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა გუშინ განაცხადა: „გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი „გაბრაზებული ძეხვივით“ იქცევა, როდესაც უკრაინაში ჩასვლაზე უარს ამბობს“.

ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინის დახმარებით უზრუნველყოფას მხარი დაუჭირა – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ამასთან, ბულგარეთის სამხედრო ქარხნებში უკრაინულ სამხედრო ტექნიკას გაარემონტებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button