მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის არმიაში სასწრაფო სამსახურისთვის გაწვეულთა ასაკი გაიზარდოს 18-დან 21 წლამდე

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში რუსეთის არმია შეეცდება დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის დაპყრობას და შემდეგ ძალებს ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპაციისკენ მიმართავს. ამის შესახებ 12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსეი ჰრომოვმა განაცხადა.
„პროგნოზის თანახმად, უახლოეს ხანებში მოწინააღმდეგე შეეცდება დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას, ხოლო შემდგომში თავის მოქმედებას, სავარაუდოდ, გააქტიურებს ზაპოროჟიეს ოლქის მარცხენა ნაპირის ხელში ჩასაგდებად“, – მოჰყავს ჰრომოვის სიტყვები გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“.
უკრაინის გენშტაბის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ გეგმების რეალიზებისთვის რუსეთმა გამოაცხადა შეიარაღებული ძალების მასშტაბური რეფორმირება, რაც, კერძოდ, პირადი შემადგენლობის 1,5 მილიონამდე გაზრდას და არანაკლებ 20 ახალი დივიზიის ფორმირებას ითვალისწინებს.
ასევე გასული წლის ბოლოს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოვიდა წინადადებით, არმიაში სასწრაფო სამსახურისთვის გაწვეულთა ასაკი გაიზარდოს 18-დან 21 წლამდე, ზღვრულ ასაკად კი 30 წელი დადგინდეს. შოიგუს ინიციატივაა ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაიზარდოს 1,5 მილიონ ადამიანამდე, მათ შორის კონტრაქტით დაქირავებულთა რაოდენობა – 695 ათას სამხედრომდე. შოიგუს თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ “გარანტირებული იყოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების გადაჭრა”.
ამჟამად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა შეადგენს 1 150 628 ადამიანს.

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის განცხადებით, რუსეთი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უკრაინაზე მასიური თავდასხმისთვის ემზადება.
“სავარაუდოდ, მზადდება ასეთი თავდასხმა, რადგან საოკუპაციო ძალების წვრთნის სიხშირე ზუსტად ასეთია: მათ ხელახალი აღჭურვისთვის სჭირდებათ დაახლოებით 10-12-14 დღე, უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური თავდასხმის შემდეგ.
სავარაუდოდ, ისინი [რუსები] შეტევის გამეორებას გეგმავენ. და შესაძლოა, იყოს შერეული ტიპის, როცა გამოყენებული იქნება რაკეტები და ირანული წარმოების დრონები”, – თქვა უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა.
ჰუმენიუკის თქმით, მტრის რაკეტების მარაგი უკვე გადაჭარბებულია საგანგებო მარაგის ლიმიტს, ამიტომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ “შერეული პრაქტიკა”.

თუ რუსული ჯარები მოახერხებენ დონეცკის ოლქის სრულად აღებას, მათი შემდეგი ნაბიჯი იქნება ზაპოროჟიეს ოკუპაციის მცდელობა – განაცხადა უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა.
მისი თქმით, კიევი ელის, რომ უახლოეს მომავალში რუსული არმია გააძლიერებს დონბასის იმ რამდენიმე დასახლების ხელში ჩაგდების მცდელობას, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.
წარმატების შემთხვევაში, როგორც გრომოვმა აღნიშნა, მტერი ზაპოროჟიეს ოლქის მარცხენა სანაპირო ნაწილის ხელში ჩაგდებას ეცდება.
გრომოვმა დაადასტურა, რომ ამ დროისათვის ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტისა და სოლედარის მიდამოებში, სადაც რუსული ჯარები არტილერიისა და ავიაციით ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინელი სამხედროები. გრომოვის ინფორმაციით, მხოლოდ ამ კვირაში ფრონტის ხაზის ამ მიმართულებაზე 350-ზე მეტი შეტაკება მოხდა.
გრომოვის ინფორმაციითვე, მოსალოდნელია, რომ ოკუპანტები გააგრძელებენ თავდასხმებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, ღამით რუსი ოკუპანტებმა ქალაქი გულიაიპოლი დაბომბეს. დაიღუპა ქალი.
მისივე ინფორმაციით დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსები
“ჩვენი გმირული გულიაიპოლი კვლავ იტანჯება მტრის დაბომბვისგან. ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი კორპუსები და ფერმები. ადგილობრივი კომუნალური კომპანიის ავტოფარეხები და აღჭურვილობა. სამწუხაროდ, 1949 წელს დაბადებული ერთი ქალი გარდაიცვალა”, – წერს სტარუხი

მსგავსი პოსტები

Back to top button