მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში რუსული ვერტმფრენი Mi-8 და სამხედრო თვითმფრინავი Су-34 ჩამოვარდა. ბრიანსკის რაიონის ქალაქ კლინცში შაბათს მი-8 ტიპის შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ანონიმური წყაროს თქმით, წინასწარი მონაცემებით, მი-8 შვეულმფრენი ძრავის ხანძრის გამო ჩამოვარდა. მაგრამ ტელეგრამის არხებით გავრცელდა თვითმხილველების ნაამბობი, რომლებიც აცხადებენ, რომ შვეულმფრენის ჩამოვარდნამდე მათ აფეთქების ხმა გაიგონეს.

გარდა ამისა, მოგვიანებით „ტასმა“ გაავრცელა ცნობა ასევე ბრიანსკის რეგიონში, „უკრაინის საზღვართან“, გამანადგურებელ-ბომბდამშენი თვითმფრინავის, სუ-34-ის ჩამოვარდნის შესახებ.

ორივე საფრენი აპარატი თითქმის ერთსა და იმავე დროს, მაგრამ ერთმანეთისგან 80 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
საინფორმაციო სააგენტოები დაზიანებული საცხოვრებელი სახლების შესახებაც წერენ. რუსული Telegram არხები იუწყებიან, რომ რეგიონში ოპერაცია შესაძლო დივერსიული ჯგუფის პოვნის მიზნით დაიწყო.

სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. რუსეთი ჯერჯერობით არ აცხადებს, თუ ვის ეკუთვნის ჩამოვარდნილი საფრენი აპარატები.

მსგავსი პოსტები

Back to top button