მნიშვნელოვანისიახლეები
რუსეთის დუმის 18 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/კორონავირუსი1-1.jpg)
რუსეთის დუმის 18 დეპუტატი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია.
ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.
მისივე თქმით, 60 დეპუტატი ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა.
ვოლოდინის ინფორმაციით, დუმის 18-ვე წევრი საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. გასულ კვირას კი 10-ის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
მან დეპუტატებს კიდევ ერთხელ სთხოვა, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და შეასრულონ ყველა რეკომენდაცია.