რეგიონისაქართველოსიახლეები

“რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკა – მთავარი საფრთხე საქართველოსთვის”

“საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტი წარმოადგენს”,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაცია მეთოდურად განაგრძობდა ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტის ეტაპობრივად გაუქმების პოლიტიკას. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას.

უწყების 2019 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის ძირითად მიზანს საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება წარმოადგენდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში, უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი უცხოური თუ ადგილობრივი ორგანიზაციების, ცალკეული პირებისა და პირთა ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურის წარმოებაში არსებულ რამდენიმე ასეულ ოპერატიული აღრიცხვის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობდა კანონმდებლობით გათვალისწინებული, როგორც ოპერატიული, ასევე კონტრდაზვერვითი ღონისძიებები.

ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველო, მისი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მუდმივად დგას შუღლის გაღვივების და სეპარატისტული გამოვლინებების საფრთხის წინაშე.

ანგარიშის თანახმად, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეები.

მსგავსი პოსტები

Back to top button