,,რუსეთის გარეშე მსოფლიოში არც ერთი პრობლემა არ გადაიჭრება იგი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია”-ტოკაევი
პუტინის დაპირება "მოხალისეებს" 1 მილიონ რუბლს "მცირე ტრავმის" შემთხვევაში ხოლო სიკვდილის შემთხვევაში ოჯახს 5 მილიონ რუბლს გადაუხდიან

რუსეთის მონაწილეობის გარეშე მსოფლიოში არც ერთი პრობლემა არ გადაიჭრება, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს მსოფლიო პოლიტიკაში დიდი როლი აქვს და იგი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გლობალურ ატმოსფეროზე, როგორც სიტყვით, ასევე საქმით, დიდ გავლენას ახდენს. საიდუმლო არ არის, რომ რუსეთის პოზიციას მთელი მსოფლიო ითვალისწინებს. ამ სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე მსოფლიოში არც ერთი პრობლემა არ გადაიჭრება“, – განაცხადა ტოკაევმა.
ტოკაევმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ვლადიმერ პუტინის ყაზახეთში ვიზიტმა ორმხრივი ურთიერთობები გააცოცხლა.
„რუსეთი ყაზახეთის მთავარი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. 2023 წლის პირველ 10 თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 21. 4 მილიარდი დოლარი შეადგინა“, – აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მმართველმა პარტიამ “ერთიანი რუსეთი”, საკუთარი კერძო სამხედრო ორგანიზაცია შექმნა, სახელწოდებით „ესპანიოლა“.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, დაჯგუფების რეკრუტირების ცენტრებში, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებენ, მოხალისეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის თვეში 220 000 რუბლს პირდებიან. კონტრაქტი მინიმუმ ნახევარწლიანია.
პუტინის პარტიის სამხედრო დაჯგუფება “მოხალისეებს” პირდება “დაზღვევას”. კერძოდ: 1 მილიონ რუბლს “მცირე ტრავმის” შემთხვევაში; 2 მილიონ რუბლს – საშუალო სიმძიმის დაზიანებაში; 3 მილიონი რუბლს მძიმე დაზიანებისთვის, ხოლო სიკვდილის შემთხვევაში ოჯახს 5 მილიონ რუბლს გადაუხდიან.
“თუმცა, ფინანსური მოტივაცია მხოლოდ შეფუთვის ფუნქციას ასრულებს. ახალწვეულთა უმეტესობისთვის პირველი ბრძოლა არის ცალმხრივი ბილეთი. რუსები არ იღებენ დაღუპულებს და მძიმედ დაჭრილებს ბრძოლის ველიდან, ისინი აღრიცხავენ მათ როგორც „დაკარგულებს“, რათა ახლობლებს არ გადაუხადონ მარჩენლის გარდაცვალებისთვის.” – წერს უკრაინის დაზვრევა.
მათივე ცნობით, “ესპანიოლა” ადრე ე.წ “აღმოსავლეთის” ბატალიონის შემადგენლობაში იყო, როგორც მოხალისე საფეხბურთო ნაწილი, 2023 წელს კი სამხედრო კომპანიად გადაკეთდა და “ერთიანი რუსეთის” დაფინანსებით მოქმედებს.