მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება

უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელი პოზიცია გულისხმობს რუსეთის პოზიციის იგნორირებას და რუსეთის ფედერაციის კაპიტულაციის მოლოდინს, მაგრამ ეს არ მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განუცხადა.

“კონსტრუქციული მიდგომებისკენ მოგვიწოდებენ და რეალურად, მათი გაგებით, ეს ნიშნავს კაპიტულაციას, ეს არ მოხდება, ეჭვი არ არსებობს, რომ სპეცოპერაციის ყველა მიზანი მიღწეული იქნება,” – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, რუსულმა მხარემ და რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირეს, რომ მოლაპარაკებაზე უარს უკრაინული მხარე აცხადებს.

“ზელენსკიმ ორი წლის წინ ხელმოწერილი ბრძანებულებით, აუკრძალა საკუთარ თავს და მის ყველა თანამშრომელს რუსეთთან მოლაპარაკება. ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა: იმისთვის,რომ თქვენ, დასავლელებს, გქონდეთ არგუმენტები მოლაპარაკების სურვილის არქონის გამო გაგვკიცხოთ. დაე, მან გააუქმოს საჯაროდ მისი ეს დადგენილება,” – აღნიშნა ლავროვმა

მსგავსი პოსტები

Back to top button