მნიშვნელოვანისიახლეები

დამთავრებულია რუსეთის საქმე -სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინასთან ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ „რუსეთის საქმე დამთავრებულია“. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე წერს.

მისივე თქმით, „რუსეთის მანქანა“ სწრაფად ჩამოიშლება და ამ ჩამოშლას პუტინის რეჟიმიც მიჰყვება.

„რუსეთმა გუშინ აღიარა თითქმის 10 ათასი დაღუპული ჯარისკაცი 1 თვეში. ავღანეთში, დღევანდელ რუსეთზე ორჯერ დიდმა საბჭოთა კავშირმა, 10 წელიწადში 14 ათასი დაკარგა. ჩეჩნეთის ორივე სასტიკ ომში რუსეთმა დაკარგა 2-ჯერ ნაკლები.

ეს რიცხვი აჩვენებს, რომ დამთავრებულია რუსეთის საქმე. მე ვპროგნოზირებ არამხოლოდ რუსეთის მანქანის სწრაფ ჩამოშლას, არამედ იმას, რომ ამ ჩამოშლას პუტინის რეჟიმიც მიყვება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button