მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი არესტოვიჩი ძებნილთა სიაში შეიყვანა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.​
რისთვის იძებნება ის, არ არის დაკონკრეტებული, თუმცა ცნობილია, რომ რუსეთში არესტოვიჩი “ექსტრემისტებისა და ტერორისტების რეესტრშია” შეყვანილი.

„არესტოვიჩ ალექსეი. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსით“, – ნათქვამია მონაცემთა ბაზაში.

რა კონკრეტული მუხლით მიმდინარეობს ძებნა, არ არის მითითებული, თუმცა მაისში რუსეთის ფინანსური მეთვალყურეობის ორგანომ, „როსფინმონიტორინგმა“ არესტოვიჩი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატა. აღნიშნულ სიაში შეყვანილ პირებს რუსეთში ეკრძალებათ მედიასთან ურთიერთობა, ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში, საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, არჩევნებში მონაწილეობა და ნებისმიერი ფინანსური სერვისის გამოყენება, რომელიც არ ეხება გადასახადების, ხელფასების და კომპენსაციის გადახდას.

არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატში თანამდებობა იანვარში დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button