მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის კურსკის ოლქში, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა

დრონის თავდასხმის შედეგად, რუსეთის კურსკის ოლქში, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა.

რუსული წყაროების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 28 ივლისს, დილით ნავთობის საცავს უპილოტო საფრენი აპარატი დაესხნენ თავს.
რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის განცხადებით, საწვავის სამ ავზს ცეცხლი გაუჩნდა., თუმცა ხანძარი მალევე ჩააქრეს. არავინ დაშავებულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კვირას ღამით საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ორი უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და ხუთიც ბელგოროდის რეგიონში. მოსკოვის დროით დაახლოებით დილის შვიდ საათზე კი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ორი თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის თავზე.

რუსეთის ის რეგიონები, რომლებიც უკრაინის საზღვართან ახლოსაა, ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად იბომბება. რუსული მხარე ამაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა, როგორც წესი, თავდასხმებზე კომენტარს არ აკეთებს.

უკრაინამ რუსეთში, მურმანსკის ოლქში მდებარე აეროდრომზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, იერიშის დროს უკრაინამ Ту-22М3 ტიპის შორი მანძილის სტრატეგიულ ბომბდამშენს დაარტყა. უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის ინფორმაციით, თავდასხმა აეროდრომზე დრონებით განხორციელდა.

სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button