მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის,,-უილსონი

საქართველოს ხელისუფლება სანქციების მოლოდინში

ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაასანქციროს.
როგორც უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, „ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით“.
“რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით. შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის, როგორც მე და სპიკერმა ჯონსონმა 2020 წელს მოვუწოდეთ როგორც რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში“, – წერს უილსონი.

როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და „ქართული ოცნებაც“ ამისთვის მომზადებულია.
მე მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის რადგან ოცნების მიერ სახელმწიფოს მიტაცების პირობებში, ეს სწორედ ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს და დააცილებს ევროპას.!,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისი თქმით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, რადგან ევროპას დააცილებს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამ საკითხს, კიდევ უფრო მეტი ანტი-ევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენებს.
„2016 წელს, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მაშინაც გთხოვდით შესაძლებლობის გახსნას, იმ მიზნით, რომ საქართველოს მეტ მოქალაქეს ენახა ევროპული ცხოვრების სტილი, დემოკრატია, სოციალური კეთილდღეობები, კულტურა, ღირებულებები. ამით, ევროპულმა ინტეგრაციამ ისტორიულ მიზანთან მიახლოებასთან ერთად პრაქტიკული სიკეთე მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს. ამ გადაწყვეტილების სისწორე 2024 წლის არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, დავინახეთ რა ახალი თაობის, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ამ სიკეთით, ერთგულება ევროპული მომავლისადმი.
იმ შემთხვევაში, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება ყველასთვის, ამან შეიძლება გაზარდოს „ქართული ოცნებისადმი“ ბრაზი საზოგადოებაში, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, თუმცა მაშინ, როდესაც სახელმწიფო სრულად მიტაცებული აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, დააცილებს რა მას ევროპას. „ქართული ოცნება“ კი, ამ საკითხს, კიდევ უფრო მეტი ანტი-ევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ თანამემამულეებს არ მისცე საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა“,- წერს ჯანელიძე.

იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ. ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ჩვენ მხოლოდ „მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება”.
„იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ!!!! ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ. მიეჩვივნენ ჩვენ ხარჯზე სამოთხისკენ მოძრაობას. აღარ გამოგივათ. გეყოთ. თუ რამე გინდათ, გაწყვიტეთ ვაჭრობა რუსეთთან, აიღეთ იარაღი ხელში და იომეთ იმ ღირებულებებისთვის, რისი დაცვისკენაც მოგვიწოდებთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება. მოკავშირეობაც თქვენზე უკეთესი ვიცით ბევრად, ბევრჯერ დავამტკიცეთ. ჩვენი ბრალია, რომ ასეთი სულელები გგონივართ. თუმცა, ამას ბევრი ჩემი უსამშობლო თანამოქალაქე უწყობს ხელს სამწუხაროდ. ამ შეურაცხყოფებს კი დავიმახსოვრებთ“, – წერს შარმანაშვილი.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „რუსულ გეგმას“ ახორციელებს საქართველოში, რის გამოც მისი დასანქცირება გარდაუვალია.
როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს ადრე თუ გვიან პერსონალური პასუხისგება მოუწევს.
„ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იმ სქემებს ახორციელებს, რომელიც დაწერილი არის კრემლში ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ დანაშაულების, სახელმწიფოს ღალატისთვის, არჩევნების მიტაცებისთვის და იმ უმძიმესი მოქმედებებისთვის, რომელსაც ის სათავეში უდგას საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ივანიშვილს ადრე თუ გვიან პერსონალური პასუხისგება მოუწევს. იმ დანაშაულების მასშტაბის გათვალისწინებით, რომელშიც ის არის მხილებული, ვფიქრობ, ეს უფრო ადრე იქნება, ვიდრე გვიან. სანქციების რეჟიმის გაგრძელება გარდაუვალია. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც რუსულ გეგმას ახორციელებს და სათავეში უდგას ამ სპეცოპერაციას, არის ივანიშვილი. ამიტომ, აბსოლუტურად დასაბუთებულია მოლოდინი იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ მისი დაჯგუფების წევრები, არამედ პერსონალურადაც დასანქცირდეს“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაასანქციროს.
როგორც უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, „ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით“.
“რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით. შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის, როგორც მე და სპიკერმა ჯონსონმა 2020 წელს მოვუწოდეთ რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში“, – წერს უილსონი.

მსგავსი პოსტები

Back to top button