მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსისგან გარდაიცვალა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, ბენიამინ კარალიოვი კორონავირუსის ინფექციისგან გარდაიცვალა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეპისკოპოსმა ბოლოს წირვა 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე ჩაატარა. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეპარქიაში კორონავირუსით კიდევ ორი ღვთისმსახურია ინფიცირებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსის 80 949 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 747 პაციენტია გარდაცვლილი, 6 767 კი, – გამოჯანმრთელებული.

შეგახსენებთ, რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ტარდებოდა. ასევე საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, რუსულ ეკლესიებში ზიარების წესი ნაწილობრივ შეიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button