მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო

ანექსირებულ ყირიმზე დრონებით დღევანდელი შეტევის სავარაუდო სამიზნეებს შორის იყო ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე „საზღვაო ნავთობტერმინალი“ და ქერჩის გემთმშენებელი ქარხანა „ზალივი“. ამის შესახებ წერენ რუსული ტელეგრამ-არხები “ბაზა“ და „კრიმსკი ვეტერ“.

მათი წყაროების თანახმად, რუსმა სამხედროებმა ნავთობტერმინალთან ჩამოაგდეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ცნობა ქარხანა „ზალივზე“ შეტევის შესახებ ჯერ კიდევ გადასამოწმებელია.

ე.წ. ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდთან მდებარე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 04:25 საათისთვის ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ტელეგრამ-არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ხიდზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა დროებით შეწყდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ადგილობრივი დროით დილის 7 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით აზოვის ზღვის აკვატორიის და ყირიმის თავზე „გაანადგურეს” 22 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 13 კი „გზად დაიჭირეს“. დაახლოებით ერთ საათში, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე „გაანადგურეს” კიდევ 4 დრონი და 2 „გზად დაიჭირეს“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ იყენებს სტანდარტულ ფორმულირებას, რომ „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“.

უკრაინას ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ამ ეტაპზე არ გავრცელებულა ცნობები აფეთქებებით გამოწვეულ შედეგებზე.
უკრაინას კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

2023 წლის 4 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დააზიანეს იქ მყოფი რუსული სარაკეტო გემი.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები დღეს, 5 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე, 30 აფეთქება იყო ქერჩში, ფეოდოსიასა და სიმფეროპოლში.

ე.წ. ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდთან მდებარე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ხიდზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა შეჩერებული იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისევ გამოიყენა სტანდარტული ფორმულირება, რომ „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

კიევს კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button