მნიშვნელოვანისიახლეები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისის გამო 10 დეკემბრიდან სკოლები და ბაღები დაიხურება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ენერგეტიკის სექტორში შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, ხვალიდან, სკოლები და საბავშვო ბაღები არ იმუშავებს, – ამის შესახებ ე.წ. ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბში ე.წ. პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბამ განაცხადა.

ზომები ძალაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება უარეს შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს დღეში ექვს საათამდე, განაცხადა ე.წ. სახელმწიფოს ე.წ. მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრთა კაბინეტში გამართულ სხდომაზე.

„უარეს შემთხვევაში, ეს არის გადასვლა ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან ქვეყნის სრულად მომარაგებაზე და ეს ნიშნავს ელექტროენერგიის ჩართვას მთელ აფხაზეთში, არაუმეტეს ექვსი საათისა“, – აღნიშნა ე.წ. ენერგეტიკის მინისტრმა, ჯანსუხ ნანბამ.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რა ვადით იხურება სკოლები და ბაღები.

ცნობისთვის, 9 დეკემბრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს დენი გრაფიკით მიეწოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button