რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებული ომი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა-დენატი
ინტერნაციონალური ბანდის, ცნობილი „პიატნაშკას“ ბაზას ცეცხლი გაუჩნდა“

ბრიტანეთის არმიის ყოფილი მეთაურის, რიჩარდ დენატის მტკიცებით, რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებული ომი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა.
„ვფიქრობ, ომი სრულიად განსხვავებულად წარიმართა, ვიდრე ვლადიმერ პუტინი წარმოიდგენდა. ეს არის, ალბათ, მისი ყველაზე ცუდი სცენარი, მისი კოშმარული სცენარი.
თუ ექვსი თვის წინ პერიოდს, 24 თებერვალს დავუბრუნდებით, ის რაც მას გათვალისწინებული ჰქონდა და რასაც საერთაშორისო მედია ელოდა, იყო ელვისებური დარტყმა ბელარუსიდან კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დასამხობად, კიევში რეჟიმის შეცვლა, მთავრობის შეცვლა და უკრაინა რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცეოდა“, – განაცხადა რიჩარდ დენატმა.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა და რუსებს მოუწიათ გადაეხედათ იმისთვის, რის განხორციელებასაც ცდილობდნენ.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, კი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომი სრულიად აბსურდული მიზეზების გამო დაიწყო.
შოლცის თქმით, NATO არასოდეს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თებერვალში, ომის დაწყებამდე მოლაპარაკებების დროს პუტინი დაარწმუნა, რომ უკრაინა NATO-ს მომდევნო 30 წლის განმავლობაში არ შეუერთდებოდა.
როგორც გერმანიის კანცლერი ამბობს, პუტინს სრულიად აბსურდული იდეები ჰქონდა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ ბელორუსი და უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ უნდა იყვნენ.
“ეს არის ომი, რომელიც პუტინმა, რუსეთმა დაიწყო, აშკარად მისი მეზობელი ქვეყნის დაპყრობის განზრახვით. ვფიქრობ, ეს იყო თავდაპირველი მიზანი,” – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ პუტინთან დიალოგს ამით არ დაასრულებს.
ცნობისთვის ომი უკრაინაში 6 თვეა მიმდინარეობს იბომბება სასწავლებლები სახლები ქალაქები და სოფლები ამასთან ოკუპირებული დონეცკის გარეუბანში რუსულ-აფხაზური ბატალიონის „პიატნაშკას“ ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კარგი ამბავი. ახლა დონეცკში, ვიღაცამ ან ისევ დაუდევრად მოწია, ან „ციდან ქვები“ ჩამოცვივდა – ინტერნაციონალური ბანდის, ცნობილი „პიატნაშკას“ ბაზას ცეცხლი გაუჩნდა“, – აცხადებს გაიდაი.
მისი თქმით, მოწინააღმდეგის მხარეს ბევრი დაღუპული და დაშავებულია, განადგურდა ტექნიკაც.
უკრაინული მედია წერს, რომ ბატალიონი “პიატნაშკა” – უკანონო შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც ძირითადად აფხაზებისგან შედგება. აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დროს ფორმირების წევრები რუსი ბოევიკების რიგებში იბრძოდნენ. იგი 2014 წლის ივნისში შეიქმნა.