მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ისეთივე უნდა იყოს როგორიც ვლადიმერ პუტინი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი “ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვლადიმერ პუტინია”.

ამის შესახებ პესკოვმა ტელეკომპანია “МГИМО 360”-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტუდენტურ საინფორმაციო არხთან MGIMO 360-თან ინტერვიუს დროს პესკოვს ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი პუტინის ეპოქის დასრულების შემდეგ.

„იგივე, ან სხვა, მაგრამ ისეთივე“, -უპასუხა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის არჩევნებში და გაიმარჯვებს.

„პუტინს ჯერ არ განუცხადებია, აპირებს თუ არა კენჭისყრას. მაგრამ გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ის გააკეთებს ამას. ეჭვი არ მეპარება, რომ ის მოიგებს არჩევნებს, ეჭვი არ მეპარება, რომ ის კვლავაც ჩვენი პრეზიდენტი იქნება და შემდეგ ვნახოთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტშია დაგეგმილი. ფედერაციის საბჭო არჩევნების თარიღზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში მიიღებს. ამის შემდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამართონ წინასაარჩევნო ყრილობები და ოფიციალურად დაასახელონ კანდიდატები.

რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კვლავ შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით მას განცხადება არ გაუკეთებია.
რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი, 4-წლიანი ვადით.
პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა 6 წლამდე გაიზარდა.
ვლადიმირ პუტინი პირველი 6 წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორე ვადით კი – 2018 წელს.
2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრა შეუძლია კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში უნდა ჩატარდეს. პუტინს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ კენჭისყრას ისევ აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button