ტოკიოში თვითმფრინავი ჩამოვარდა [Video]

ტოკიოს გარეუბანში განლაგებულ საცხოვრებელ სახლს მსუბუქი თვითმფრინავი დაეცა. 3 ადამიანი დაიღუპა, – აცხადებს სააგენტო China Xinhua News საკუთარ „ტვიტერ“-გვერდზე.

ინციდენტი, 26 ივლისს, ადგილობრივი დროით 11 საათზე მოხდა. ტოკიოს სახანძრო სამმართველოს მონაცემებით, კატასტროფის შედეგად, 3 შენობას ცეცხლი მოეკიდა. 4 ადამიანი დაშავდა, მათგან 1 ხომალდზე იმყოფებოდა, დანარჩენი 3 – ქუჩაში, – გადმოსცემს ტელე-რადიო კომპანია NHK.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და მაშველები მუშაობდნენ და ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. 26 ივლისს ტოკიოში ამინდი ფრენისთვის დამაკმაყოფილებელი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button