მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა 2022-2023 სასწავლო წელს 3642-ს შეადგენს

რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი საკუთარ მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას

საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა 2022-2023 სასწავლო წელს 3642-ს შეადგენს – უკანასკნელ წლებში გაზრდილია რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა და ბოლო ოთხწლიან პერიოდში ამ პროცესმა 50%-იან ზრდას მიაღწია,- ამის შესახებ „საქართველოს ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით შემუშავებულ კვლევაშია ნათქვამი, სახელწოდებით „რუსულენოვანი განათლების განვითარების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში“.

კვლევის თანახმად, რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა 3/4 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რადგან ნახევარზე მეტი სწორედ რუსეთის მოქალაქეობის მქონეა.

„საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა 2022-2023 სასწავლო წელს 3642-ს შეადგენს, ხოლო ამავე წელს სისტემაში ახალშემოსული რუსეთის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეთა რაოდენობა 2040-ია. ასევე, გაზრდილია ბელარუსიის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეთა რაოდენობაც – 1 წელიწადში 279 მოსწავლე დაემატა. მოსწავლეები, რომლებიც არაავტორიზებულ სკოლებში სწავლობენ, ოფიციალურად არ არიან აღრიცხულნი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბაზაში. უკანასკნელ წლებში, რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების მიგრაციის კვალდაკვალ, გაზრდილია რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობაც და ბოლო ოთხწლიან პერიოდში ამ პროცესმა 50%-იან ზრდას მიაღწია. რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა 3/4 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რადგან ნახევარზე მეტი სწორედ რუსეთის მოქალაქეობის მქონეა. საკმაოდ გაზრდილია უკრაინის და ბელარუსის მოქალაქე მოსწავლეების ხვედრითი წილი რუსულენოვან სკოლებში”,- აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, თუ რუსულენოვან საჯარო სკოლებსა და სექტორებში 2019-2020 წლებში მოსწავლეთა რაოდენობა 12,920-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი გაზრდილია 2023 წლისთვის და 17,470 მოსწავლეს შეადგენს კერძო და საჯარო სკოლებში. რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრირებული მოსწავლეების დაახლოებით 50% არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებად კერძო და საჯარო ავტორიზებულ სკოლებში, ხოლო 50%- არაფორმალური განათლების ცენტრში, რომლებიც ოპერირებენ რუსული კანონმდებლობის საფარქვეშ და შესაბამისი რეგულაციებით აძლევენ რუსეთის საგანმანათლებლო კანონმდებლობით დისტანციურ განათლებას მოსწავლეებს.

გარდა ამისა რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი საკუთარ მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას და გამოწვევად მიიჩნევს ქართული ენის ცოდნას და დამატებით საგანმანათლებლო სერვისებს იყენებს ქართული ენის სწავლისთვის, – ამის შესახებ „საქართველოს ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით შემუშავებულ კვლევაშია ნათქვამი, სახელწოდებით „რუსულენოვანი განათლების განვითარების საკითხები საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის კონტექსტში“.

კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა მიგრანტი მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილი უკავშირებს განათლების მომდევნო საფეხურს რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

„რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი საკუთარ მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას და გამოწვევად მიიჩნევს ქართული ენის ცოდნას და დამატებით საგანმანათლებლო სერვისებს იყენებს ქართული ენის სწავლისთვის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისეთი სპეციფიკური მიმართულებები, როგორებიცაა საზღვაო აკადემიის პროგრამები და ქუთაისსა და თბილისის უნივერსიტეტებში საერთაშორისო პროგრამები ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში. რუსეთის მოქალაქეთა მიგრანტი მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილი უკავშირებს განათლების მომდევნო საფეხურს რუსეთის უსდ-ებს“, -აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება უკრაინელ მოსწავლეებს, კვლევის მიხედვით, უკრაინელი მოსწავლეებისა და მათი მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ყოფნას დროებით მოვლენად განიხილავს და საკუთარ მომავალს უკრაინას და უკრაინის უმაღლესი განათლების სისტემას უკავშირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button