რუსეთის „ფეესბე“ ვოლოდიმირ ზელნსკის ლიკვიდაციას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ინფორმაციით, კიევში გამოავლინეს ФСБ-ს აგენტების ქსელი, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მკვლელობებს ამზადებდნენ. დაკავებულია უკრაინის სამთავრობო დაცვის ქვედანაყოფის ორი პოლკოვნიკი, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტები არიან.
„კონტრდაზვერვამ და უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა ჩაშალეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმები უკრაინის პრეზიდენტისა და სახელმწიფოს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. გეგმები უნდა განეხორციელებინა სადაზვერვო ქსელს, რომლის საქმიანობასაც აკონტროლებდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მოსკოვიდან. ქსელში შედიოდა უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი“, – აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო პრეზიდენტის უსაფრთხოებაში მყოფ სამხედროებს შორის, დავალების შემსრულებლების მოძებნა, რომლებსაც შეეძლოთ ზელენსკის მძევლად აყვანა და შემდეგ მისი მოკვლა.
“ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, მტერი გეგმავდა SBU-ს ხელმძღვანელის ვასილი მალიუკის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვისა და სხვა ოფიციალური პირების ლიკვიდაციას. ბუდანოვის ლიკვიდაცია აღდგომამდე უნდა განხორციელებულიყო“, – იუწყება SBU.
„მტერი აქტიურად ამუშავებდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის ლიკვიდაციის გეგმებს. „ფეესბეს“ აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებულ სამხედროებს შორის შემსრულებლების მოძიება, რომლებიც შეძლებდნენ სახელმწიფოს მეთაურის მძევლად აყვანას, შემდგომ კი – მოკვლას. ზელენსკის გარდა, მტერი გეგმავდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის, დაზვერვის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვისა და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაციასაც“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
მალიუკის თქმით, ტერაქტი უნდა ყოფილიყო „საჩუქარი პუტინის ინაუგურაციისთვის“.
ამასთან, სპეცსამსახურების ცნობით, ბუდანოვის ლიკვიდაცია აღდგომამდე სარაკეტო დარტყმით იგეგმებოდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილების საცხოვრებელ ადგილებზე აღმოჩენილია დანაშაულებრივი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
უწყების ცნობით, აგენტების ერთ-ერთი ამოცანა იყო შემსრულებლის პოვნა, რომელიც მძევლად აიყვანდა ზელენსკის, შემდეგ კი ლიკვიდაციას განახორციელებდა. ასეთ ადამიანს პრეზიდენტის დაცვასთან დაახლოებულ სამხედროებს შორის ეძებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის გარდა, ჯგუფი ასევე გეგმავდა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვისა და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაციას.
უკრაინა აცხადებს, რომ ზელენსკის, ბუდანოვის და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობა აღკვეთილია. კიევის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტების ქსელი გამოააშკარავეს.
ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახური “ტელეგრამ” არხზე ავრცელებს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის გეგმა უნდა განეხორციელებინა აგენტების ქსელს, რომელშიც ჩართული იყო უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ორი პოლკოვნიკი.
უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ისინი რუსეთს აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას. ორივე მათგანი დაკავებულია და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
კიევის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბრალდებულები უკრაინელი მაღალჩინოსნების ჯერ მძევლად აყვანას, შემდეგ კი მათზე სარაკეტო თავდასხმას გეგმავდნენ.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინის სპეცსამსახურებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აღკვეთეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის და ლიკვიდაციის გეგმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის მკვლელობას დრონების გამოყენებით გეგმავდა აღდგომის წინ. უკრაინასა და რუსეთში აღდგომა 5 მაისს აღნიშნეს.
უკრაინის სპეცსამსახურების თანახმად, ომის დაწყების შემდეგ კირილო ბუდანოვზე თავდასხმის ათზე მეტი მცდელობა იყო.
შეგახსენებთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის გეგმის ჩასაშლელად სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული იყო პირთა ვიწრო წრე და ოპერაციას პირადად აკონტროლებდა. მალიუკის თანახმად, ტერაქტით პუტინისთვის საჩუქარი უნდა გაეკეთებინათ მისი ინაუგურაციისთვის, თუმცა რუსეთის სპეცსამსახურებმა კრახი განიცადეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზების კურატორები იყვნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მეხუთე განყოფილების ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტის თანამშრომლები მაქსიმ მიშუსტინი, დმიტრი პერლინი და ალექსეი კორნევი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სახელმწიფო ღალატის და ტერაქტის მომზადების მუხლებით. რუსეთი უკრაინის ბრალდებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.