მსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” წერს. ამავე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ონლაინ შეხვედრისას თავად აცნობა და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში გადადის.

“ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ტესტმა, რომელიც მე ჩავიტარე კორონავირუსზე, დადებითი შედეგი აჩვენა. „როსპოტრებნადზორის“ რეკომენდაციის შესაბამისად, უნდა დავიცვა თვითიზოლაცია, შევასრულო ექიმების მითითებები. ამის გაკეთება აუცილებელია, რათა დავიცვა ჩემი კოლეგები“ , – განუცხადა მიშუსტინმა ვლადიმერ პუტინს, რომელთან შეხვედრაც, ვიდეოკონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მიშუსტინმა თავისი მოვალეობის შემსრულებლად პრეზიდენტს პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა შესთავაზა, რასაც პუტინი უკვე დათანხმდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button