მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტი იმავე შეცდომას უშვებს, რაც სტალინმა დაუშვა-ნიინისტე

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, უკრაინისადმი ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა წელსაც გაგრძელდება.

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის მსგავსებას ხედავს, რადგან რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს.
იგი მსგავსებას ხედავს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და 1939-1940 წლებში საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ზამთრის ომში.

“ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ და ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა”, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის მეორე არასწორი გათვლა ის იყო, რომ ფიქრობდნენ, ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა.

„ეს არ მოხდა, უკრაინელების ბედს ისინი ღრმა თანაგრძნობით განიცდიან“, – აღნიშნა საული ნიინისტემ.

ნიინისტეს აზრით, კიდევ ერთი დაშვებული შეცდომა მცდარი გათვლა იყო, როდესაც რუსეთმა ჩათვალა, რომ ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა. მან საახალწლო მილოცვაში აღნიშნა, რომ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მხრიდან წელსაც გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button