მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საგაზაფხულო იერიში დასასრულს უახლოვდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკანასკნელ ხანებში აღმოსავლეთ უკრაინაში შემტევი ოპერაციების ტემპი შენელდა, რაც შესაძლოა იმას ადასტურებდეს, რომ რუსეთის საგაზაფხულო იერიში დასასრულს უახლოვდება, უკრაინას აქვს შესაძლებლობა აიღოს ინიციატივა, დაიწყოს კონტრშეტევა. წერს მორიგ ანგარიშში ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა საკმარისი რაოდენობის ძალების თავმოყრა დონბასში მოსალოდნელი დიდი იერიშისთვის. მისი თქმით, რუსეთის ამჟამინდელ საიერიშო მოქმედებებს არ შეიძლება ეწოდოს მსხვილი სტრატეგიული ოპერაცია.ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ რეგიონში რუსეთის შეტევითი ოპერაციების ტეპმი ბოლო კვირების განმავლობაში შენელდა.

ჩერევატის სიტყვებით, რუსეთის ჯარები ბახმუტის ტაქტიკურ დაკავებასაც კი ვერ ახერხებენ. ისინი ასევე ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც დიდ სირთულეებს განიცდიან ოპერატიულად ღირებული წარმატებების მიღწევაში.

თუკი რუსეთის 300 ათასი ჯარისკაცი ვერ ახერხებს უკრაინაში გადამწყვეტი იერიშის უზრუნველყოფას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მობილიზაციის სამომავლო ტალღების შედეგად თავმოყრილი ახალი ძალებით მოხერხდება ვითარების კარდინალურად შეცვლა მიმდინარე წელს.

ამიტომ უკრაინას აქვს შანსი, დაიბრუნოს ინიციატივა და დაიწყოს კონტრიერიში ფრონტის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაკვეთებზე, დაასკვნიან ISW-ის ექსპერტები.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მნიშვნელოვანი დანაკარგები ვუჰლედართან სერიოზულად აფერხებს რუსეთის ძალებს დონეცკის ოლქში შემდგომი შეტევითი ოპერაციების ჩატარებაში.

“მზარდი რუსული დისკუსიები ბახმუტის რაიონში უკრაინის გარდაუვალი კონტრშეტევის შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ რუსული წყაროები სულ უფრო ნაკლებად დარწმუნებულები არიან რუსი სამხედროების შესაძლებლობებში, შეინარჩუნონ ინიციატივა ბახმუტის გარშემო”, – ნათქვამია განახლებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 20 მარტამდე პერიოდს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 165 610 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ტანკი – 3537
ჯავშანტექნიკა – 6869
საარტილერიო სისტემა – 2577
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 507
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 270
თვითმფრინავი – 305
ვერტმფრენი – 290
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2160
ფრთოსანი რაკეტა – 907
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5416
სპეცტექნიკა – 265
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button