მსოფლიოსიახლეები

რუსეთის სახელმწიფო უწყებები უცხოურ ღვინოს ვეღარ შეიძენენ

რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სახელმწიფო უწყებებს
საზღვარგარეთ წარმოებული ღვინის ყიდვა აეკრძალათ. ცვლილება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება და ის ყველა სახეობის ღვინოზე ვრცელდება. გადაწყვეტილების მოტივად რუსული ვენახისა და ღვინის წარმოების მხარდაჭერა დასახელდა.

აკრძალვა სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებებზე მოქმედებს და არ ეხება მაღაზიებს, ბარებსა და სხვა კომერციულ დაწესებულებებს.

ფედერალური და რეგიონალური ალკოჰოლური ბაზრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, აქამდე სახელმწიფო უწყებებისთვის შეძენილი ღვინის 70 პროცენტი, სწორედ უცხოეთში წარმოებულ ალკოჰოლურ სასმელზე მოდიოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button