მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 693-მდე გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 225 სრულად განადგურებულია

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 693-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

რაც შეეხება დაღუპულებს, მათი რაოდენობა უცვლელია – 358.

პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა ➡დონეცკის რეგიონში – 363

➡ხარკოვის ოლქში – 194

➡კიევის ოლქში – 116

➡ჩერნიგოვის ოლქში – 68

➡ლუგანსკის ოლქში – 61

➡ნიკოლაევის ოლქში – 57

➡ხერსონის ოლქში – 54

➡ზაპოროჟიეს ოლქში – 40.
გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2199 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 225 სრულად განადგურებულია. ამის შესახებ ინფორამაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვებისა და თავდასხმების შედეგად დაზიანდა 2199 სასწავლო დაწესებულება“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button