პირველად საქართველოს ჭიდაობის ისტორიაში – 4 ოქრო და გუნდური ჩემპიონობა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრაზილიაში ქალაქ სალვადორ დე ბაიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლითა და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. გელა ბოლქვაძისა (74) და ნიკოლოზ კახელაშვილის (96) შემდეგ ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონები რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფინალში ორივემ რუს მეტოქეს მოუგო. შეჯიბრის პირველ დღეს ვერცხლის მედალი ნუგზარ წურწუმიამ (50) მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 60 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა 53 ქულით, მესამეზე კი რუსეთი 47 ქულით.

მსგავსი პოსტები

Back to top button