მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო სწავლების პირველი ეტაპი დაიწყო

რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო სწავლების პირველი ეტაპი დაიწყო.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამხრეთის ოლქის სარაკეტო შენაერთების პირადი შემადგენლობა ახორციელებს „ისკანდერის“ ტაქტიკური სარაკეტო სისტემებისთვის სპეციალური საბრძოლო მასალების მოპოვებასა და რაკეტა-გადამზიდების აღჭურვას, ასევე მათ ფარულად გადატანას გამშვებ პუნქტებზე. მათივე ცნობით, საჰაერო კოსმოსური ძალების საავიაციო ქვედანაყოფების ჯარისკაცები წვრთნებს გადიან ჰიპერბგერითი „კინჟალის“ რაკეტების განთავსებაში.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სწავლება მიმართულია პირადი შემადგენლობის მზაობის შენარჩუნებაზე.

გარდა ამისა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გენერალ-პოლკოვნიკი იური სადოვენკო გაათავისუფლა, რომელიც სერგეი შოიგუსთან დაახლოებულ პირად და მის თანამოაზრებად ითვლება.

პოსტზე მან ყირიმის საკითხებში ყოფილი მინისტრი ოლეგ საველიევი დანიშნა.

მინისტრის ახალი მოადგილე აქამდე ბუღალტერიის პალატის აუდიტორი იყო. 2014-2015 წლებში ის ყირიმის საკითხებში მინისტრის პოსტს იკავებდა. მოგვიანებით ეს თანამდებობა გაუქმდა. საველიევი 2014 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ევროკავშირის, უკრაინის, ავსტრალიისა და კანადის.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 13 მაისს გადააყენა, მის თანამდებობაზე კი ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ანდრე ბელოუსოვის კანდიდატურა წარადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button